среда, 30 декабря 2020 г.

გირჩის მურაბა სასწაულია, სასწაული!

 

გირჩის მურაბა სასწაულია, სასწაული!

ტარიელ ზივზივაძე August 26, 2015 პროდუქცია

ამ 1 კვირის წინ ბათუმიდან თბილისში მგზავრობისას რიკოთზე გავჩერდით, დასავლეთის მხარეს. იქ არის ერთი სასაუზმე ხეფინურა. ცოტა მოვსულიერდი თუ არა მიმოვიხედე, რამე სასუსნავი მომინდა. დახლზე რაღაც უცნაური შევნიშნე. გამყიდველ ქალბატონს დავეკითხე და აღმოჩნდა ქილაში გირჩის მურაბა ჰქონდა გასაყიდად გამოტანილი.

გირჩის მურაბა – ამ სასწაულის შესახებ ადრე გამეგონა, მაგრამ გასინჯული არ მქონდა. აბა საიდან, თბილისში ხომ ამას ვერ იყიდი?! ასევე გამეგო, რომ ძვირია, მაგრამ 350 მილილიტრიანი ქილა 5 ლარი დაფასა და აშკარად იაფი მეჩვენა. ეგეც რომ არა გასინჯვა ძალიან მინდოდა და

მე არ ვიცი როგორ აღვწერო ამის გემო, მაგრამ სასწაული გემრიელია. სპეციფიკური გემო აქვს, ნაძვის/ფიჭვის არომატი დაჰკრავს და შესაბამისი გემოც აქვს. ნაძვის კევი დაგიღეჭავთ? დაახლოებით იგივე არომატი აქვს. რამდენადაც ვიცი სასარგებლოც არის. ეხლა ამ სტატიის წერის მომენტშიც ჩემს გვერდით არის შავი ჩაი შემოქმედი და გირჩის მურაბა. აშკარად ხასიათზე მომიყვანა და რომ არ დამეწერა არ შემეძლო.



Комментариев нет:

Отправить комментарий